პირველი მსხვილი კლიენტი - სსიპ ტურიზმის ეროვნული სააგენტო
2013
სსიპ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან პირველი თანამშრომლობა დაიწყო კომპანიის დაარსების წელს, თუმცა უშუალოდ ვებ პროგრამირების კუთხით მხოლოდ 2013 წელს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენმა კომპანიამ დაამზადა კორპორატიული ვებ გვერდი, სამართავი ადმინ პანელი და მოახდინა რამდენიმე გარე სერვისების ინტეგრაცია ვებ გვერდში.
თბილისის დიჯიტალ კონფერენციაში სპიკერობა
2015
თბილისის დიჯიტალ კონფერენცია ჩატარდა Radisson Blu Iveria-ს საკონფერენციო დარბაზში. მოწვეული იყო 700-მდე კომპანიის 1450 წარმომადგენელი. 3 დღის მანძილზე სპიკერები აცნობდნენ მოწვეულ სტუმრებს საქართველოსა და მსოფლიოში არსებული დიჯიტალ ტრენდების შესახებ. ჩვენი კომპანიიდან სპიკერად წარდგენილი იყო ჩვენი დამფუძნებელი და დირექტორი, რომელმაც შეეხო Google Adwords-სა და Yandex Direct-ის შესაძლებლობებს.
თიბისი ბანკთან თანამშრომლობა
2016
თიბისი ბანკის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "პროექტ მენეჯმენტი" ჩვენმა კომპანიამ აიღო პირველი ადგილი და გამარჯვებულის პირობაზე გაუწია თიბისი ბანკის მობილური აპლიკაციის დამზადების პროცესს მენეჯმენტი. ჩვენი დახმარებით აღნიშნული პროექტი იქნა ჩაბარებული დანიშნულ დროზე 1 თვით ადრე. აღნიშნულ პროექტში ჩვენი კომპანიიდან ასევე იყვნენ ჩართულები გრაფიკული და UI/UX დიზაინერები.
საკუთარი პროექტებისა და სტარტაპების ჩაშვება
2020
პანდემიის პერიოდში კომპანიამ გადაწყვიტა შეკვეთების გარდა ასევე საკუთარი პროექტები დაემზადებინა, რის შედეგადაც ამჟამად კომპანიის შიგნით მიმდინარებს 3 საკმაოდ მსხვილ დიჯიტალ პროექტზე მუშაობა.